ანტონიო გუტიერესი - ყველაზე უარესი წინ არის - ახლა ვირუსის ქარიშხალი ომით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი მსოფლიოს ქვეყნებს გლობალური ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ის სახელმწიფოებს თხოვს, რომ ომით დაზარალებულ ქვეყნებში კორონავირუსის პანდემიის დროს იარაღი აღარ აიღონ ხელში.

„ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ახლა COVID-19-ის ქარიშხალი კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება“, -აღნიშნა გუტიერესმა.

მისივე თქმით, მან ამის შესახებ ცოტა ხნის წინაც ისაუბრა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებები კვლავაც მიმდინარეობს.

„ეს აუცილებელი საჭიროებაა. ვირუსმა აჩვენა როგორ მოძრაობს საზღვრებს მიღმა, ანადგურებს ქვეყნებს და მიაქვს ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ უნდა დავადუმოთ იარაღი და მშვიდობის ხმა აღვიმაღლოთ. ეს ის დროა, როცა უნდა გაჩერდეთ. მორალურად მიუღებელია ამ კონფლიქტების გაგრძელება“,-დასძინა გუტიერესმა.

იხილეთ ვიდეო: ანტონიუ გუტერეში - ყველაზე უარესი წინ არის - ახლა ვირუსის ქარიშხალი ომით დაზარალებულ ქვეყნებს ემუქრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა