მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტია

ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ორი კრიტიკული პაციენტი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული, ხოლო 4 მძიმე პაციენტი რჩება.

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია. ორი კრიტიკული პაციენტი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ ერთი კრიტიკული პაციენტი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება. ანუ ჯამში 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს და 4 მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება მათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და იმის პროგნოზირებაც იქნება შესაძლებელი, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში 156 დადასტურებული შემთხვევაა.

„ჩვენ გუშინ გამოსაკვლევი პაციენტების გარკვეული რაოდენობა მივიღეთ, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ. მათ დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება მათი პასუხები,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 4 მძიმე პაციენტია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს