მარინა ეზუგბაია - სამედიცინო ეკიპირება 2 კვირისაა დარჩენილი, ამ 2 კვირაში შემდეგი 2 კვირისას მივიღებთ და ასე შემდეგ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის 2 კვირის საკმარისი სამედიცინო ეკიპირება აქვთ, თუმცა დამატებით მარაგებს ელოდებიან. ამის შესახებ ეზუგბაიამ კითხვაზე, ნამდვილად 2 კვირის საკმარისი სამედიცინო ეკიპირება აქვთ თუ არა, პასუხისას განაცხადა.

„ეკიპირება 2 კვირისაა დარჩენილი და კიდევ კარგი, რომ 2 კვირის დარჩენილი გვაქვს, ამ 2 კვირაში შემდეგი 2 კვირისას მივიღებთ და ა.შ.“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა პაციენტების შესახებ და აღნიშნა, რომ გუშინ, დღის პირველ ნახევარში შესული პაციენტების შემდეგ, დადასტურებული შემთხვევები არ მიუღიათ.

როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, მათ კლინიკაში მოხდა ასევე ორი ექიმის გამოკვლევა, რომელთა შემთხვევაშიც კორონავირუსი არ დადასტურდა.

„ჩვენს ცენტრში ორი ექიმის გამოკვლევა მოხდა, ორივესთან პასუხი ნეგატიური იყო, მათ კოვიდის ინფექცია არ დაუდასტურდათ. ეროვნული ბანკის თანამშრომლების მდგომარეობა სტაბილურია. 8 ახალი პაციენტი არის და არ ვიცი მათში ეროვნული ბანკის თანამშრომელი რამდენია, ეს ჩემ კომპეტენციებს ცდება. ჩვენთან ამ დროისთვის დადასტურებული 39 პაციენტია, დღეს ალბათ, კიდევ ერთი პაციენტი გაეწერება და 38 დაგვრჩება.

გუშინ, დღის პირველნახევარში შემოსული პაციენტების შემდეგ, დადასტურებული შემთხვევები აღარ მიგვიღია. დღეს 11 პაციენტს ჩაუტარებენ ტესტირებას, ანუ შემოსულ ახალ პაციენტებს და ასევე, ჩვენს პაციენტებს, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგსაც ვიწყებთ. დაახლოებით, 3 პაციენტზე გვაქვს კვლევა-მონიტორინგი და ალბათ, სამივესთან დადასტურებული პასუხი უნდა მივიღოთ, ესენი უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც ჩვენთან არიან შემოსულები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა