ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ჩინეთში დღეს კორონავირუსით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 10 საათზე ერთდროულად დაუშვეს დროშები და შეკრებილმა მოსახლეობამ წუთიერი დუმილით ვირუსის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო. მასში მონაწილეობას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იღებდნენ, რომლებმაც კორონავირუსის დამარცხებაში მონაწილე თითოეულ ექიმს მადლობა გადაუხადეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 81 639 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 3 326 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 94% უკვე გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა