ალექსანდრე ლუკაშენკო - კორონავირუსის ფსიქოზით გადაწყვიტეს გადააკეთონ მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ კორონავირუსის დახმარებით, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს გამოიყენონ არსებული ვითარება, შეცვალონ მსოფლიო და დაამყარონ ახალი წესები.

„არ გეჩვენებათ, რომ ძლიერთა ამა ქვეყნისა გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი ომის გარეშე, ამ კორონავირუსის ფსიქოზით და ინფოდემიით გადააკეთონ მსოფლიო? ჩვენ გვიბიძგეს იმისკენ, რომ გავჩერდეთ და მივირთვათ ის მცირედი სავალუტო რეზერვები, რომელიც გვაქვს. შემდეგ გამოუშვებენ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს და ისინი ვინც ფეხზე დგანან მოვლენ და გვეტყვიან: აჰა თქვენ ცოტა და გააკეთეთ ის, რასაც გეტყვით. აი, ასე შეიძლება მოხდეს“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 351-ია, ხოლო დაღუპულია 4 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ალექსანდრე ლუკაშენკო - კორონავირუსის ფსიქოზით გადაწყვიტეს გადააკეთონ მსოფლიო

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია