მაკა სოლოღაშვილი - ადრე მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ საკმაოდ ბევრია და მათი გარჩევის საშუალება აღარ გვაქვს

ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თითოეული პაციენტის დაინფიცირების პირველწყაროს და ისტორიის გარჩევის ფიზიკური საშუალება უკვე აღარ არის.

„ადრე ძალიან მარტივი იყო წყაროების და კლასტერების დასახელება, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრია და ჩვენ თითოეული მათგანის გარჩევის საშუალება ფიზიკურად აღარ გვაქვს. გვიდასტურდება და ჩვენთვის პაციენტი პაციენტია. ეს უკვე ალბათ სხვა სტრუქტურების საქმეა,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ კიდევ 4 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა