UNESCO ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს აზიარებს

UNESCO-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო მასალებს აერთიანებს, ქართული მასალებიც გამოჩნდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვიდეო ბლოგები, ავატარის ლექციები, ელექტრონული რიდერები და პოდქასთები, რომლებიც ბოლო პერიოდში დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად შეიქმნა, ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით UNESCO-მ უკვე გააზიარა.

„ებრძოლე COVID 19-ს, გააგრძელე სწავალა“ – სწორედ ეს არის UNESCO-ს პროექტის სლოგანი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან სასწავლო მასალებს. აღნიშნული მასალების მიმწოდებლები კი არიან სასწავლო დაწესებულებები, დისტანციური სწავლების ცენტრები. მასალა სხვადასხვა მიმართულებას აერთანებს და ის საინტერესოა როგორც სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსტეტების მმართველებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და რიგითი დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უბრალოდ რაღაც ახლის სწავლა სურთ. მასალები ასევე მოიცავს პანდემიის პირობებში შექმნილ დისტანციური სწავლების წარმატებულ მოდელებს.

სწორედ ამ საიტს დაემატა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალები, რომლებიც ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით BTU-ს და მისი პარტნიორების მიერ არის შემუშავებული. დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ. სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები.

იხილეთ BTU-ს ელექტორნული მასალები UNESCO-ს IITE Initiative პორტალზე!

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს