ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ყოველთვის გვაქვს იმის მხარდაჭერა, რომ ჩვენ ეკიპირების გარეშე არ ვიყოთ

ყოველთვის გვაქვს იმის მხარდაჭერა, რომ ჩვენ ეკიპირების გარეშე არ ვიყოთ, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკას შესაბამისი ეკიპირების დეფიციტის პრობლემა ამ დრომდე არ ჰქონია.

„ამ ეტაპზე კლინიკას აღჭურვილობის გარკვეული მარაგი აქვს. რამდენი დღის და კვირის არის ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველთვის გვაქვს იმის მხარდაჭერა, რომ ჩვენ ეკიპირების გარეშე არ ვიყოთ. ყოველთვის გვაწვდიან, როგორც კი მარაგები იწურება. ეკიპირების დეფიციტის პრობლემა არ გვქონია,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა