ლევან რატიანი - ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე იმყოფება 62 პაციენტი, საიდანაც 38 არის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. მისი თქმით, დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ტესტის პასუხებს.

რაც შეეხება 80 წლის პაციენტს, რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის მძიმე.

„80 წლის პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის მძიმე, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია“, - განაცხადა რატიანმა. ამასთან, კლინიკის დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია. პაციენტი, რომელიც არის 62 წლის ქალბატონი ჩვენს კლინიკაში შემოსულია დაახლოებით 10 დღის წინ. ის მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, პაციენტი ამ ეტაპადე რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაგეგმილია დამატებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად პაციენტი უახლოეს საათებში გადავა თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა