დონალდ ტრამპი ჩაკ შუმერს - თქვენ რომ ნაკლები დრო დაგეთმოთ იმპიჩმენტის ოინებისთვის, ნიუ-იორკი ასე მოუმზადებელი არ დახვდებოდა უხილავ მტერს

აშშ-ის პრეზიდენტმა სენატის უმცირესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს წერილი მიწერა, რომელიც გუშინ მედიამ გაასაჯაროვა. წერილში ამერიკის პრეზიდენტი შუმერის კითხვებს გამოეხმაურა თუ რატომ არის ნიუ-იორკში სამედიცინო ეკიპირების, ტესტების და აპარატურის სიმცირე.

დონალდ ტრამპის თქმით, ის სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ვერ ხვდებოდა თუ რა ცუდი სენატორი იყო შუმერი.

„ჩვენ ნიუ-იორკს ბევრი რამ მივეცით, საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სამედიცინო მოწყობილობა, სასუნთქი აპარატების რეკორდული რაოდენობა და კიდევ ბევრი. თქვენ ნიუ-იორკი უკეთესად უნდა მოგემზადებინათ, ვიდრე შეძელით. ექიმმა ფაუციმ და ექიმმა ბირქსმა გუშინ თქვეს, რომ ნიუ-იორკმა ზომების მიღება დააგვიანა. თქვენ რომ ნაკლები დრო დაგეთქმოთ იმპიჩმენტის ოინებისთვის, რომელიც არსად მიგვიყვანდა, გარდა იმისა, რომ გაიზარდა ჩემი რეიტინგი, და მეტი დრო დაგეთმოთ ადამიანების დახმარებისთვის ნიუ-იორკში, მაშინ ის ასეთი მოუმზადებელი არ შეხვდებოდა „უხილავ მტერს“,-წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიციებულთა რაოდენობა 277522-მდე გაიზარდა. ვირუსით ყველაზე მეტად ნიუ-იორკი დაზარალდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის