ნიკოლოზ გამყრელიძე - ერთი წამი არ მიგრძვნია სამედიცინო პერსონალის თვალებში შიში, მხოლოდ შემართებას ვგრძნობდი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ვრცელ ინტერვიუში ნიკოლოზ გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მოქალაქე კანონს უნდა დაემორჩილოს, რომელიც ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. გამყრელიძის თქმით, ამის ნათელი მაგალითია მისივე შემთხვევაა.

„ვისაც ვირუსი აქვს, პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვირუსი ნაკლებად სახიფათოა ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის, ამიტომ ამ ვირუსის ძალიან ნუ შეგვეშინდება. მე ვმუშაობ იმ ორგანიზაციაში, სადაც 4000 ექიმი, 4000 ექთანი და დაახლოებით, 4000 ფარმაცევტი მუშაობს. ამ პროფესიის მიმართ განსაკუთრებული პატვისცემა მაქვს, მაგრამ იქ რაც დავინახე, კიდევ სხვა იყო, პაციენტის მხრიდან პირველად შევხედე ყველაფერს და ძალიან საინტერესო დაკვირვება გამოვიდა. სამედიცინო პერსონალი, ექიმებიც ადამიანები არიან და ყველას ჩვენ-ჩვენი შიშები გვაქვს. ერთი წამი არ მიგრძვნია მათ თვალებში ეს შიში რომ არსებობდა, თუნდაც, როცა ჩემთან შემოდიოდნენ, მხოლოდ შემართებას ვგრძნობდი, ეს ძალიან გამამხნევებელი იყო. მინდა, ყველა დაინფიცირებულს ვუთხრა, რომ დღეს ექიმები მართლა ყველაფერს აკეთებენ მათი ჯანმრთელობისთვის. დარწმუნებული ვარ, მაქსიმუს გააკეთებენ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენი, როგორც მოქალაქეების ვალდებულებაა, კანონს დავემორჩილოთ და კანონი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, არ შეიძლება გამონაკლისი დავუშვათ. ჩემი შემთხვევა ამის მაგალითია. ძალიან მარტივად შეიძლება მოკლათ ადამიანი, ეს დაუშვებელია ხომ?“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო