ნიკოლოზ გამყრელიძე - წარმოიდგინეთ, ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია, უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო

წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ეს ვირუსი ძალიან მარტივად გადამდებია, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძის შვილმა, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” მმართველი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე განცხადებით, კორონავირუსი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის ნაკლებად საშიშია, თუმცა შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფებისთვის ან ახალგაზრდებისთვისაც, თუ მათ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.

„კორონავირუსი ნაკლებად საშიშია ახალგაზრდა და შედარებით ჯანმრთელი ორგანიზმებისთვის, მაგრამ ის ძალიან გადამდებია. წარმოიდგინეთ, მე ჩემს თანამშრომელს არც ჩავხუტებივარ, არც გადამიკოცნია და არაფერი. ის დღეები სანიტაიზერი ყოველთვის მაგიდაზე მედო და ყველა შეხვედრის მერე ხელებს ვიმუშავებდი. ის თანამშრომელი უბრალოდ ჩემთან ერთად იჯდა მაგიდასთან და მაინც გადამედო. ანუ ძალიან მარტივად გადამდებია ეს ვირუსი. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. შეიძლება სავალალო იყოს ასაკში მყოფი ადამიანებისთვის ან ჩემი ასაკის ადამიანებისთვისაც, თუ მათ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა,“ - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა