ამირან გამყრელიძე - საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა, მაისის პირველი ნახევარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების იმაზე ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკმაოდ რთული იქნება აპრილისა და მაისის თვის დასაწყისი. ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ.

„ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, ვიხმარე ეს ტერმინოლოგია - პრეკრიტიკული, პრეკრიზისული, კრიტიკული, კრიზისული. ისიც ვთქვი დაახლოებით, 10 დღის წინ, რომ ამ სტადიაში შევდივართ, რომ ჩვენთვის საკმაოდ რთული და მძიმე იქნება ეს თვე და შესაძლოა მაისის პირველი ნახევარი. შემთხვევების ზრდა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება, ამით დრო მოვიგეთ და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად. მივყვებით იმ პროგნოზებს, რაც ჩვენი მოდელირებით არის. ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით, იმაზე ოდნავ ცოტაც არის, ასევე ვპროგნოზირებთ მომავალი კვირის შემთხვევებს როგორი იქნება. ამიტომ არის საჭირო, ყველამ დავიცვათ ის ღონისძიებები, რასაც საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, თვითიზოლაცია გულისხმობს. აუცილებელია პირადი ჰიგიენა, ნაკლები დიდი შეხვედრები, ნაკლები დიდი სუფრები და ა.შ. ნაკლები კი არა, საერთოდ აკრძალულია სუფრები. ამ ბრძოლაში პირველი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება, სოციალური დისტანცირება! წამალი და მკურნალობა გვჭირდება უკვე დაინფიცირებულ ადამიანზე, მაგრამ რომ არ დაგვიინფიცირდეს ადამიანი, საჭიროა, სოციალური დისტანცირება, თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევასრულებთ, მაშინ ნაკლები დაზიანება შეიძლება იყოს. რაც შეეხება მედპერსონალს, პირველ რიგში, მადლობა ჩემ კოლეგებს, მთლიანად საქართველოს მედპერსონალს, ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პესრონალს, ისინი ყველანი თავდადებული ადამიანები არიან, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ლაბორატორიებს, ყველას, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა