გიორგი გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე - მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით

მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით და ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ყველა ასე მოვიქცეთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა ის სააღდგომო ლიტურგიას.

გახარია დარწმუნებულია, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც იპოვიან ისეთ გამოსავალს, რომელიც ისტორიას, ეკლესიასა და დღევანდელ რეალობას შეეფერება.

„მე მესმის, რომ ბევრს უნდა ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებზე და მთავრობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხებზე კონფლიქტური და დაპირისპირების საკითხები შემოიტანოს. არ იქნება ეს ასე. ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია ისე აღვასრულოთ, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს როგორიც ჩვენ ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას თვალს სახლიდან ტელევიზორით მიადევნებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს ყველა ასე მოიქცეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო