პრემიერის განცხადებით, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ოზურგეთის მერიამ მაღალჩინოსნებზე პრემია გასცა, შესაბამის ზომას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ბათუმში უპასუხა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვირუსთან ბრძოლის ფონზე, რამდენად გამართლებულია პრემიების აღება.

„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია სხვადასხვა მიზეზების გამო. მე მესმის, რომ ეს ადამიანები დღეს, შეიძლება წინა ხაზზე არიან და COVID19-ს ებრძვიან, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან, ისინი ან არჩეულები არიან, ან დანიშნულები არიან გუნდის მიერ და ხალხს უნდა ემსახურონ იმის მაგივრად, რომ პრემიები აიღონ. გავერკვევი, გპირდებით ამ მომენტში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომას მივიღებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის