ამირან გამყრელიძე - ორი სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, საბედნიეროდ, მათ რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ღონისძიება უნდა ჩატარდეს სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლისთვის. ამასთანავე, გამყრელიძემ სამედიცინო სფეროს 2 წარმომადგენელზე ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

მისი თქმით, მედიკოსებს რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვთ.

„საქართველში ჩვენ დღეს გვყავს 2 სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაინფიცირდა თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ, პირველი ეს გახლავთ ინფექციის კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უნდა გამკაცრდეს ისე როგორც არასდროს, რომ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის შიდა გავრცელება სამედიცინო დაწესებულებებში. ეს იცის თითოეულმა ჩემმა კოლეგამ და ეს უნდა მათ ზედმიწევნით დაიცვან, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენ ინფიცირება სამედიცინო პერსონალის. ჯერ ერთი დაავადების შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით და მერე ჩვენ არ ვართ განებივრებულები ბევრი მაღალპროფესიონალი ადამიანით, ვინც ამ დროს საჭიროა და შემდეგ მათი ჩანაცვლება რთულია. ამ ორ მედიკოსს საბედნიეროდ, რთული კლინიკური მდგომარეობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ მალე გამოჯანმრთელდებიან,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო