გიორგი გახარია - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინის შეკრული რესპუბლიკური ცენტრი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, პაციენტების მისაღებად და შემდგომ მათი მკურნალობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის განმავლობაში. პრემიერის განცხადებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის.

„აქ უკვე არის ინფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. ქობულეთში არის კიდევ ერთი კლინიკა. რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის-10 დღის განმავლობაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ, ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი მედიცინის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა