ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კლინიკებს სამედიცინო აღჭურვილობის 2 კვირის მარაგი აქვს, თუმცა სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში მუშაობს მარაგების შევსებაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კლინიკებს აღჭურვილობის 2 კვირის მარაგი აქვს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში მუშაობს მარაგების შევსებაზე.

„რაც შეეხება აღჭურვილობას, ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში სახელმწიფო მუშაობს მარაგების შევსებაზე და აქედან გამომდინარე, ის პრიორიტეტი, რომ ექიმები უნდა იყვნენ სრულიად დაცულები, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად და ყოველდღიურად გვაქვს ახალი ხელშეკრულებები, ახალი კონტრაქტები და შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურაც ივსება,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთანავე, მინისტრმა კორონავირუსის გამოკვლევისთვის საჭირო ტესტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველოში არის ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტები

„ეს არის PCR ტესტები, რომლიდანაც ერთ-ერთი სახეობა არის სტანდარტული PCR ტესტი, რომლის ტესტირების ხანგრძლივობა არის 4-დან 6 საათამდე, მეორე არის სწრაფი PCR ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა საათნახევარში, ორივე ტესტის ხარისხი არის მაღალი და მათი საიმედოობა არის 98%,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია