„ნაციონალური მოძრაობა“ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის ვაუჩერის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის ვაუჩერი შეიქმნას, ამის მიზეზი კი ახალი კორონავირუსის გამო არსებული გამოწვევაა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო, მათ შორის საქართველო გამოწვევის წინაშე იმყოფება. მისი თქმით, ამ გამოწვევამ ყოველდღიურობა შეცვალა, როგორც სოფლად, ისე ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ადამიანებმა დაკარგეს ყოველდღიური შემოსავალი, თუ ვინმეს რაიმე დანაზოგი გააჩნდა, მოსახლეობის მხრიდან მიმართულია ამ პრობლემების გამკლავებასთან.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთის შეიქმნას სოფლის მეურნეობის ვაუჩერი. კონკრეტულად, ეს ეხება მიზნობრივ ვაუჩერს. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გამიყენოს, როგორც საგაზაფხულო ხვნა-თესვისათვის , ასევე შხამ-ქიმიკატების, საწვავის და სასუქის შესაძენად. ასეთი ბევრი ადამიანია საქართველოში დღეს. ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც ფლობენ ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს,საქართველოში ასეთი 440 ათასი ოჯახია. სწორედ, ამიტომ, ვთავაზობთ სოფლის მეურნეობას, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას სოფლის ვაუჩერი, რომელიც ბიუჯეტს შეიძლება 132 მილიონი ლარი დაუჯდეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობისთვის. ასეთი ღონისძიებების და მხარდაჭერის გამოცდილება ჩვენს ქვეყანას აქვს არაერთი სტიქიის დროს. ამ ყველაფერს ემატებიან ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ბრუნდებიან. ეს ადამიანები სწორედ სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავნენ იმისათვის, რომ იქ ლუკმაპური იშოვონ . ამიტომ, ამ ადამიანებს დაბრუნების შემდეგ მხარდაჭერა სჭირდებათ“, - განაცხადა ბოტკოველმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა