თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 30 პაციენტის კვლევა გაიგზავნა და ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხ ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ 30 პირიდან, რომელსაც ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, ხოლო 7 ახალ პაციენტს კვლევას დღეს ჩაუტარებენ.

„კლინიკაში ამჟამად მკურნალობს 52 პაციენტი. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 30 პაციენტის კვლევა იქნა გაგზავნილი. მათგან ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. აეროპორტიდან შემოსულია 7 პაციენტი, მოგეხსენებათ, ბერლინის რეისი ჩამოვიდა და დღეს გაიგზავნება მათი ანალიზები. პასუხებს მოგვიანებით შეგატყობინებთ. ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება,“ - განაცხადა მარეხ ბექაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა