ანა დოლიძე - ადამიანები დააჯარიმეს იმისთვის, რომ მანქანით შვილებთან ერთად მგზავრობდნენ, ამიტომ ხელისუფლებამ ეს უნდა შეცვალოს

იურისტი ანა დოლიძე ხელისუფლებას სთავაზობს, რომ 181-ე დადგენილებაში შეიტანოს ცვლილება და ავტომობილის საშუალებით მშობლებს შვილებთან ერთად გადაადგილების საშუალება მიეცეთ. მისივე თქმით, ეს ცვლილება ხელისუფლებას ნახევარსაათში შეუძლია მიიღოს.

„მოგეხსენაბათ, რომ უამრავი ადამიანია შეწუხებული რეგულაციით, რომლის მიხედვითაც სამზე მეტი ადამიანის გადაადგილება მსუბუქი ავტომობილით იკრძალება. გასაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხელი ეშლებათ ოჯახის წევრებს, მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს. უამრავი შემთხვევა არსებობს უკვე. ადამიანები დააჯარიმეს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. ყველა რეგულაცია და ყველა ნორმა უნდა ექვემდებარებოდეს ლოგიკურ დასაბუთებას. ამ შემთხვევაში ამ აკრძალვას, რომელიც კონკრეტულად უკრძალავს და ხელს უშლის ოჯახის წევრებს, მშობლებსა და შვილებს ერთად გადაადგილებას, ლოგიკური დასაბუთება აკლია. ამასთან დაკავშირებით მოგვმართავს უამრავი ადამიანი, მათ შორის უამრავი დაჯარიმებული. მე ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავე და მთავრობას ვთავაზობ კონკრეტულ, უმარტივეს ცვლილებას, რომელიც მთავრობას შეუძლია მიიღოს ნახევარ საათში. ამ ცვლილების არსი არის, რომ იმ გამონაკლისებს, რომელიც დაშვებულია ამ ნორმაში მსუბუქი ავტომობილის გადაადგილებაში, დაემატოს ერთი გამონაკლისი. ეს არის, გადაადგილება მშობლების შვილებთან ერთად. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ როდესაც ავტომანქანით გადაადგილდებიან მშობლები და შვილები ეს იყოს დაშვებული. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ოჯახის წევრები ჩავწეროთ ამ ნორმებში იქიდან გამომდინარე, რომ კანონისმიერი განმარტება ოჯახისა არის ფართო“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

ის ასევე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეგულაციის გამო დაჯარიმდნენ, შეეხოთ ამნისტია და ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ.

„ამავდროულად, ის ასეული ადამიანი, რომელიც დააჯარიმეს ამ ნორმების დარღვევის გამო, ვფიქრობთ, რომ უნდა გათავისუფლდეს ამ ჯარიმისგან. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ის პირები, რომლებიც მსგავსი ქცევისათვის უკვე არიან დაჯარიმებულნი მოხდნენ ამნისტიაში და ამ ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ“,-აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მსუბუქი ავტომობილით სამ პირზე მეტი ადამიანის გადაადგილება აკრძალულია. მათგან ორი აუცილებლად ავტომობილის უკანა სავარძელზე უნდა იჯდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა