ბიზნესომბუდსმენის აპარატი მათ შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში ყველაზე დიდი შემოწირულობები განახორციელეს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იმ კომპანიებსა და დაწესებულებებს ასახელეს, რომლებმაც 3 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ფონდში ყველაზე დიდი შემოწირულობები განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, მსხვილ შემომწირველებს შორის არის ასევე, ფიზიკური პირი ირაკლი გილაური, რომელმაც ფონდში 1 მილიონი ლარი გადარიცხა. 3 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, StopCoV ფონდის ყველაზე დიდი შემომწირველი კომპანია „მაგთიკომია“.

ფონდში უკვე 22 მილიონ 800 ათასი ლარია მობილიზებული.

„3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში ყველაზე მსხვილი შემოწირულობები განახორციელეს: „მაგთიკომმა“ (3 მლნ ლარი), „კავკასუს ონლაინმა“ (1 მლნ ლარი), „არ ემ ჯიმ“ (1 მლნ ლარი), „სილქნეტმა“ (1 მლნ ლარი), „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“ (1 მლნ ლარი), „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ (1 მლნ ლარი) და ფიზიკურმა პირმა ირაკლი გილაურმა (1 მლნ ლარი).

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში უკვე 22 მილიონ 800 ათასი ლარია მობილიზებული,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო