„თავისუფალი საქართველო“ - მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები, რომელიც სხვადასხვა ექსპერტისგან ფიქსირდება, არ უნდა განიხილოს

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ინიციატივები, რომელიც ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ექსპერტისგან ფიქსირდება, არ უნდა განიხილოს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ ომანიძე აღნიშნავს, ბოლო პერიოდში გამოითქვა უამრავი მოსაზრება, თუ როგორც უნდა მოხდეს პანდემიით გამოწვეული უზარმაზარი ეკონომიკური ზიანის ლიკვიდაცია.

მისი თქმით, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიასთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ექსპერტებისგან გაჟღერდა ინიციატივა მარიხუანას ლეგალიზაციის აუცილებლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიაზრებთ იმ მძიმე ეკონომიკურ შედეგებს, რის წინაშეც დადგება ქვეყანა პანდემიის შემდგომ პერიოდში, მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინიციატივების განხილვაც კი დაუშვებელია.

უპირველესად, არასწორი და მცდარია ის ეკონომიკური არგუმენტი და მოლოდინები, რასაც გვთავაზობენ მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეები: მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ეს პროდუქტი არალეგალურია, რაც ამ ქვეყნებში მის ექსპორტს გამორიცხავს, ხოლო სადაც მისი გამოყენება (მ.შ: სამედიცინო მიზნით) დაშვებულია, იქ უკვე არსებობს ჩვენზე ბევრად განვითარებული და მასშტაბური მეურნეობები. ამდენად, მარიხუანას ლეგალიზაციას, არათუ არსებითი, მნიშვნელოვანი ეფექტიც კი ვერ ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“, - განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

მისივე თმით, ილუზია, რომ ნებადართული ნარკო-ბაზარი მხოლოდ ე.წ. „სამედიცინო მარიხუანას“ კულტივაციას მოემსახურება, არავის უნდა ჰქონდეს.

„ამასთან, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა გავლენის მომხდენია ნარკოტიკებს თავისუფალი მიმოქცევა სახელმწიფოს ცხოვრებაზე, რაც უკავშირდება ქვეყანაში ნარკო-კარტელების გაჩენას, ორგანიზებულ კრიმინალს, რასაც თან სდევს ისედაც დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა და ჩამოშლა. სწორედ ეს გამოცდილება დააგროვა ჩვენმა ქვეყანამ 90-იანი წლების კრიზისის დროს და რა საკვირველია, ილუზია, რომ ნებადართული ნარკო-ბაზარი მხოლოდ ე.წ. „სამედიცინო მარიხუანას“ კულტივაციას მოემსახურება - არავის უნდა ჰქონდეს.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეყანა მართლაც დგას ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე, საკითხს სჭირდება ასეთივე სერიოზული გააზრება და სწორი ანტიკრიზული გეგმა. ამდენად, ვიმედოვნებთ, მთავრობის მხრიდან მსგავსი არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ინიციატივები განხილულიც კი არ იქნება“ - აღნიშნა ომანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2020
ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო