დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მთავარი იარაღია ფიზიკური დაშორება და ჰიგიენური წესების დაცვა - ეს ყველგანაა გასაკეთებელი, გამონაკლისების გარეშე

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მთავარი იარაღი არის ფიზიკური დაშორება და ჰიგიენური წესების დაცვა. ეს ყველგან გასაკეთებელია, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, საპატრიარქოსთან სააღდგომო ლიტურგიის თაობაზე მოლაპარაკებები თუ მიმდინარეობს და რა გადაწყდა ამ კუთხით.

მისი თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე კომპრომისები არ იქნება მომგებიანი, რადგან დაინფიცირების შანსი აბსოლუტურად ყველას აქვს, მიუხედავად გვარიშვილობის, თანამდებობის და პოლიტიკური მრწამსისა.

„ამ ბრძოლაში გამარჯვების მთავარი იარაღი არის ფიზიკური დაშორება და ჰიგიენური წესების დაცვა. ეს ყველგან გასაკეთებელია, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. გავითვალისწინოთ ის, რომ სულიერ სიჯანმრთელეს ასევე დავურთოთ და არ ჩამოვაშოროთ ფიზიკური სიჯანმრთელე“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს