ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 13 წლის ბავშვის და 2 ფეხმძიმე ქალის  მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი გადის მკურნალობას. მისისვე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში მოათავსეს 13 წლის ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

„დღეს ჩვენს კლინიკაში წევს 38 ინფიცირებული. შემოგვემატა ერთი 13 წლის ბავშვი, რომელიც არის კოვიდინფიცირებული. ბავშვის ჯანმრთეობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, იმყოფება ინფექციონისტებისა და პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება სხვა ქალბატონების მდგომარეობას, რომლებიც კლინიკაში მკურნალობენ, მკვეთრად დადებითია 62 წლის პაციენტის მდგომარეობა, ის ჩამოვა აუცილებლად ხვალ დღისათვის თერაპიის განყოფილებაში და გააგრძელებს მკურნალობას თერაპევტებთან და ინფექციონისტებთან ერთად“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთანავე, ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ რამდენიმე საათში 80 წლის პაციენტს ფილტვის ვენტილაციის აპარატიდან მოხსნიან. „რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის რომანოვების კლასტერი, ის ჩემ მიერ არის გასინჯული რამდენიმე წუთის წინ. პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. მასთან რამდენიმე საათში იგეგმება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნა. აქვე გეტყვით, რომ ორსული ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის 22 კვირის, გადამოწმებულია, ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. რაც შეეხება მეორე ორსულ ქალბატონს, რომელიც არის 19 წლის და 8 კვირის ორსული, აქაც ფიზიოლოგიურ პარამეტრებშია როგორც ნაყოფი, ასევე დედა. ჩვენი კლინიკა დინამიურად იღებს პაციენტებს, ვემსახურებით საქართველოს კრიტიკულ პაციენტებს,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს