მიხეილ სააკაშვილი - მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო - ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა

დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება - ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოყვანით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს, ორი რამ არის საჭირო: ერთი - საქართველოს საელჩოების წერილით მიმართვა რომელიმე ქვეყნის აეროპორტისადმი და მეორე - თბილისის აეროპორტის გახსნა.

„მინდა, ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს. დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება - ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოფრენით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში. საერთაშორისო წესებით, ჩვენ გვინდა ორი რამ: ერთი - საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით, რომ გახსნან მაგალითად, ვარშავის აეროპორტი, რათა ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ და მეორე - თბილისის აეროპორტი გახსნან, რათა ეს რეისი დაჯდეს. მთავრობისგან გვინდა არა ფული, არა სხვა რამით დახმარება, არამედ გვინდა 2 ქაღალდის დაწერა: ერთი ნებართვის გაცემა და ერთი ნოტის დაწერა. ამას ყველანაირად ბლოკავენ. ამას ბანალური გადაგდების გარდა ხომ არაფერი ჰქვია. მათ გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანთო. მე ვერ ვაკადრებ ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილს უნდა გადავურიცხოთ კიდევ მათი ფული. მათ გადმორიცხეს ფული იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში. რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადმორიცხოს ფული და არამხოლოდ რეისების... გადმორიცხოს ფული იმ ათეულობით ათასი ოჯახის გადასარჩენად, რომლებიც მან ბოლო დღეებში უმუშევრად დატოვა. შეწყვიტოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით ფულის კეთება. ამ კაცმა გუშინაც კი ისარგებლა სიტუაციით და მორიგი ნებართვა „დაითრია“ რაჭაში ჰესის ასაშენებლად და ჯიბეში ჩაიდო. ეს კაცი ამ დღეებშიც დაათრევს ხეებს. ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა. შევწყვიტოთ ტყუილების ლაპარაკი, ხალხო. ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თქვენი თანამემამულეების თვალებში შეხედვა შეგრცხვებათ.

ჩვენი წინადადება ძალაშია: როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ფურცელზე დაწერილ ნებართვას, იქიდან ზუსტად 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი. ახლა ლაყბობის დრო არ არის - საქმე ლაპარაკის ნაცვლად,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებს. მთავრობის მეთაურმა მათ მოუწოდა, ვინაიდან რეისის ორგანიზებას ვერ ახერხებენ, ამისთვის განკუთვნილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ.

იხილეთ ვიდეო: მთავრობამ გვითხრა, ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ ჩამოვიყვანთ მოქალაქეებსო - ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია