"ლელო საქართველოსთვის" და “მოძრაობა მომავლისთვის" წევრებმა ზუგდიდში, გორში, თელავსა და ქუთაისში პროდუქტები დაარიგეს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა მომავლისთვის" სოციალურ კამპანიაში ჩაერთვნენ, რომლის ფარგლებშიც დღეს მათ სურსათ-სანოვაგე საქართველოს რამდენიმე რეგიონში, კონკრეტულად კი ზუგდიდში, გორში, თელავსა და ქუთაისში დაარიგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.

მათი განცხადებით, კოვიდ-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციას „მოძრაობა მომავლისთვის“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. არასამთავრობო ორგანიზაციამ გარკვეული თანხაც გამოყო, რომელიც მას მამუკა ხაზარაძის ოჯახმა სოციალური პროექტისთვის გადაურიცხა, რათა დაეხმაროს ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

„მოძრაობა მომავლისთვის“ ცდილობს, მცირედით მაინც შეუმსუბუქოს დღევანდელი რეალობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას დაზარალებულ ადამიანებს. კონკრეტულად კი: მათ, ვინც დარჩა უსამსახუროდ, მათ, ვისაც შემოსავალი არ აქვს და მათ, ვისაც უბრალოდ სჭირდება დახმარება.

რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ როლს ამ პროექტში, ის ამ პროექტის ორგანიზატორი არ არის. მას აღნიშნულ პროექტში მხოლოდ დამხმარე როლი აქვს. ,,ლელო" ეხმარება ამ ორგანიზაციას ადამიანური რესურსით, ,,ლელოს" მოხალისეები არიგებენ იმ პროდუქტს, რომელიც არასამთავრობომ ,,მოძრაობა მომავლისთვის" შეიძინა. აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში პროდუქცია ხვალ ბათუმსა და ოზურგეთში დარიგდება. ჯამში კი სულ 1600 ბენეფიციარს დაეხმარებიან.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია