არსებული ინფორმაციით,  ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სპორტსმენია

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სპორტსმენია.

როგორც ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა, ერთ-ერთ მოქალაქეს, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი, რომელიც ამჟამად იმყოფება თბილისში, კლინიკაში, ჰქონდა 27 მარტს კონტაქტები სამეგრელოს რეგიონში.

„რამდენიმე ლოკაციაზე ფიქსირდება მისი კონტაქტები. ეს არის როგორც ზუგდიდში, ასევე წალენჯიხის რაიონის ორ სოფელში და ასევე ჩხოროწყუს რაიონში. ყველა ეს კონტაქტი, უმრავლესობა დღეს უკვე გამოვლენილია, მოქალაქეები აუცილებლად იქნებიან გადაყვანილი კარანტინში“, - განაცხადა მოწერელიამ.

ბოლო მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსით 157 პირია დაინფიცირებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა