მარინა ეზუგბაია - კლინიკაში მძიმე პნევმონია 3-4 პაციენტს აქვს, საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია თითქმის ყველა პაციენტში ვლინდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამჟამად მძიმე პნევმონია 3-4 პაციენტს აქვს, ხოლო საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია თითქმის ყველა პაციენტში ვლინდება. რაც შეეხება 80 წლის ქალის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, მის შემთხვევაში მდგომარეობა არ შეცვლილა და სიტუაცია სტაბილურია.

„ჩვენს ცენტრში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. 31 გამოჯანმრთელებულიდან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენ ძალიან მძიმე 5 პაციენტი გვყავდა. მძიმე პნევმონიით პაციენტები, რა თქმა უნდა, გვყავს, დაახლოებით, 3-4 პაციენტია. დანარჩენ შემთხვევაში საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია თითქმის ყველა პაციენტში ვლინდება. რაც შეეხებ 80 წლის ქალბატონს, დღეს დილიდან საღამომდე მდგომარეობა არ შეცვლილა. სიტუაცია სტაბილურია, რაც მე მგონი, სამომავლოდ სასიკეთო უნდა იყოს“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო