ბექა ოდიშარიამ და გივი ჭიჭინაძემ უცხოეთში საქართველოს საელჩოებთან და დიასპორებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი ჭიჭინაძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართეს იმ ქვეყნების საელჩოებთან და საკონსულოების წარმომადგენლებთან, სადაც ეპიდემია მძვინვარებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ისინი ვიდეოჩართვის საშუალებით ესაუბრნენ საქართველოს ელჩებს იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ბელგიასა და საბერძნეთში. გარდა ამისა, ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე იმავე ქვეყნებში, ასევე შვედეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართულ დიასპორებსაც დაუკავშირდნენ. ასევე ისინი იმ დიასპორულ ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ, რომლებიც ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი საერთაშორისო კრიზისცენტრის საქმიანობაში არიან ჩართული.

„ვიდეოკონფერენციის მიზანი ის იყო, რომ გავცნობოდით ოპერატიულ ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ და იმ პრობლემატიკის, იმ თემატიკის გამოკვეთა, რაზეც შეიძლება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ერთობლივად მოხდეს ადეკვატური რეაგირება. ასეთი ტიპის ვიდეოჩართევები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. საბოილოო ჯამში ყველა საკითხთან დაკავშირებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ეს არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც გასული კვირების მანძილზე ხორციელდებოდა. ეს არის შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, ასევე კომიტეტის ფარგლებში გამართული მოსმენები ემიგრაციის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ეს პროცესი სხვადასხვა ფორმატში კვლავაც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა