საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დედაქალაქის მერს და მერიის თანამშრომლებს მადლობას უხდის

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე ეპიდემიის პირობებში ეროვნული საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითად აღიარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის დედაქალაქის მერს და თბილისის მერიის თანამშრომლებს დროულად და ეფექტურად განხორციელებული ღონისძიებებისა და ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.

„მოგეხსენებათ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) როგორც ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, კორონავირუსის (covid 19) გამოვლენისთანავე აქტიურად არის ჩართული რეაგირების პროცესში ქვეყნის მასშტაბით. ქალაქ თბილისში საჭიროების შესაბამისად დაგეგმილი ყველა საქმიანობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა უფრო ეფექტურად ვიმოქმედოთ დედაქალაქში კორონავირუსის (covid 19) რისკის შესამცირებლად და ვირუსით გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელით გამოვხატავ მადლიერებას პირადად თქვენი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელბის მიმართ დროულად და ეფექტურად განხორციელებული ღონისძიებებისა და ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის. საქართელოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე აღიარეს, როგორც ეპიდემიის პირობებში ეროვნული საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი. ამასთან დაკავშირებით წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენეტრალურმა მდივანმა ბატონმა ჯაგან ჩაპაგაინმა წერილობით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ერთობლივი საქმიანობების შესახებ“,- ნათქვამია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის ნათია ლოლაძის კახა კალაძისადმი მიწერილ წერილში.

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი განმარტავს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მზად არის გაატაროს სათანადო ზომები საჭიროების შემთხვევაში ქვეყნისთის დროული და შესაბამისი დახმარების მისაღებად.

„მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, როგორც მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციისა და მისი მმართველი საბჭოს არჩეული წევრი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მზად არის გაატაროს სათანადო ზომები საჭიროების შემთხვევაში ქვეყნისათვის დროული და შესაბამისი დახმარების მისაღებად“,-აცხადებს ნათია ლოლაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო