მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება.

„როგორც ვიცით, გუშინ დილით 158 პაციენტი იყო დადასტურებული. დღეს დილისთვის, 24 საათის განმავლობაში დაგვემატა ერთი და 170 გახდა. ამ 170 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 36, აქედან 25 ჩვენი პაციენტია. ჩვენ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით საღამოს ინფორმაციას მოგაწვდით“, - აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი იმყოფება. ეზუგბაია აღნიშნავს, რომ კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტები ინფიცირებულების კონტაქტები არიან.

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება“,- აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა