ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება კორონავირუსით ინციფირების ახალ შეთხვევას, ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,-აცხადებს ეზუგბაია.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება“,- აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს