რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებს ბზობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა კათოლიკეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიისა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებს ბზობას ულოცავს.

„საქართველოს კათოლიკური ეკლესია დღეს ბზობას დღესასწაულობს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ყველა კათოლიკეს ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ უმთავრეს საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას დღესასწაულს, სიკეთეს და მშვიდობას გისურვებთ

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს ბზობას - ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა