ლევან რატიანი - ამ ეტაპზე კლინიკაში უკიდურესად მძიმე ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი უკიდურესად მძიმე პაციენტი რჩება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც აგრძელებენ მკლურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარატემნტში ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ რჩება ერთი პაციენტი უკიდურესად მძიმე, გემოდინამიკის და პოლიორგანული უკმარისობით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია, მაგრამ ნარჩუნდება ვიტალური ფუნქციები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 170-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაცვლილია 2 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს