ლევან რატიანი - კორონავირუსით გარდაცვლილ 81 წლის პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე სეფსისი, გადატანილი იყო მწვავე ინფარქტი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე იყო კრიტიკული.

მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია , კოვიდ ინფიცირებული გვყავდა 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური. ქალბატონის, რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნული, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი. პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ასაკი გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნება და მისი მდგომარეობის დამძიმება ნებისმიერ ვირუსს შეეძლო, გამოეწვია.

„აღნიშნული ასაკი, პლუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება მაღალი გართულებების რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. შესაძლებელია, ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი",- განაცხადა ლევან რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა