ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 13 წლის ბავშვის და 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, სტაბილურია იმ პაციენტების მდგომარეობაც, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

„ორსული, რომელიც უკვე 23-ე კვირაშია მისი მდგომარეობა სტაბილურია, ასევე სტაბილურია ნაყოფის მდგომარეობა, ბოლო 48 საათია ცხელება არ დაფიქსირებულა. 8 კვირის ორსული, 19 წლის ქალბატონის მდგომარეობა და ნაყოფის მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება სტაბილურად. ჩვენს კლინიკაში არის ერთი 13 წლის ბავშვი, ამ ეტაპზე არანაირი დამძიმების კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ფასდება სტაბილურად“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 170 შეთხვევა არის დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 36. გარდაიცვალა ორი ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა სტაბილურია

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა