ირანი  „დაბალი რისკის“ მქონე ეკონომიკური აქტივობების განახლებას 11 აპრილიდან გეგმავს

ირანში „დაბალი რისკის“ მქონე ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განახლდება - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტროს ზედამხედველობით, ყველა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური აქტივობა, თეირანის გარდა ყველგან, შაბათიდან განახლდება. ირანის მთავრობის საჯარო მოსამსახურეების ორი მესამედი შაბათიდან სახლებიდან განაგრძობს მუშაობას. ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოდის სახლში ყოფნის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციასთან“, - განაცხადა ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვისას.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა დაბალი რისკის მქონე აქტივობაში. 55 000-ზე მეტი ინფიცირებულით და 3 500-მდე გარდაცვლილით, ირანი მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით მეშვიდე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: ირანი აპირებს "დაბალი რისკის" მქონე ეკონომიკური აქტივობები 11 აპრილიდან განაახლოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა