ესპანეთში დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 674 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 674 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს მთლიანობაში 12 418 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ესპანეთში Covid-19-ით კიდევ 4 600-მდე ადამიანი დაავადდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 130 759-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსისგან 38 080 პაციენტი განიკურნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 დღეა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები კლებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომაროება კიდევ 2 კვირით, 26 აპრილამდე გაახანგრძლივა. ესპანეთი ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლით, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო: ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 130 000-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 12 000-ზე მეტი პაციენტი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა