საქართველოს საელჩო ავსტრიაში - მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და რეკომენდაციები

ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები. დიპლომატიური უწყება კიდევ ერთხელ შეახსენებს, მოქალაქეებს ავსტრიის მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცლებასთან დაკავშირებით გადაადგილების თაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც 16 მარტიდან 13 აპრილამდეა ძალაში.

„აღნიშნული შეზღუდვების მიხედვით, სახლიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, იყოს შემდეგი სახის:

სამსახურებრივი აუცილებლობა, ყოველდღიური საჭიროებისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა, სხვა ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. სუფთა ჰაერზე გასვლა მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, შინაური ცხოველების გასეირნების მიზნით.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალური უწყებების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი რეკომენდაციები.

ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკეთ 1450

ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავსტრიის ჯანდაცვისა და კვების უსაფრთხოების სააგენტოს (AGES) - 0800 555 621.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ავსტრიის ჯანდაცვის უწყების ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია:

https://www.sozialministerium.at/…/Coronavirus---Aktuelle-M

საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე“,-აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა