შალვა კერესელიძე მცხეთასა და დუშეთში მოწყობილ ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან ბადრი კუკულაძესთან ერთად, მცხეთასა და დუშეთში ის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულა, სადაც ცხელების ცენტრები მოეწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შალვა კერესელიძე პერსონალს შეხვდა და ადგილზე არსებულ ვითარებას და დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

„ცხელების ცენტრებში იმ მოქალაქეებს მოათავსებენ, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებათ. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი პაციენტებს ნიმუშს აუღებს, შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

ცხელების ცენტრები შესაბამისი სამედიცინო აპარატურითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურადაა დაცული,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა