თინა ბოკუჩავა - მთავრობას მივმართეთ თხოვნით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით, მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ 5 რეისი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რომ მიეცეთ შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანიის დახმარებით, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან სრულიად უსასყიდლოდ საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანონ.

თინა ბოკუჩავს განმარტებით, ახლა პოლიტიკური კინკლაობის და ქიშპობის დრო არ არის და საჭიროა, ერთობლივი მოქმედება.

„მივმართეთ თხოვნით, როგორც ეს დეკრეტშია მოთხოვნილი ყველა ამ წესის დაცვით, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპის“ გამოყენებით მგზავრებისთვის სრულიად უსასყიდლოდ განვახორციელოთ 5 რეისი, პირველი ეტაპისათვის, რომ მოხდეს დაახლოებით 1000-მდე ჩვენი თანამოქალაქის ტრანსპორტირება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ, ავიღოთ ყველა ფინანსური ხარჯი, რაც კი, უკავშირდება ამ რეისებს და ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, რომ ეს თანხები გადავრიცხოთ სპეციალურ ფონდში. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ახლა არ არის ერთმანეთისთვის ნიშნის მოგების დრო, არ არის პოლიტიკური კინკლაობის და ქიშპობის დრო. ახლა არის მოქმედების დრო, მათ შორის, ერთობლივი მოქმედების“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო