რომის პაპმა კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე - თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა.

„იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“,- აღნიშნა რომის პაპმა.

იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლასთან დაკავშირებულ დღესასწაულს, როგორც წესი, პალმისა და ზეთისხილის ხის რტოებით ათობით ათასი ადამიანი ერთად ზეიმობს წმინდა პეტრეს მოედანზე, ხოლო მსვლელობაში კარდინალები, მღვდლები და მორწმუნეები მონაწილეობენ, თუმცა ამჯერად სიმბოლურ პროცესიაში მხოლოდ 20-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ისინიც საზოგადოებრივი დისტანციის დადგენილ ნორმებს იცავდნენ. ​მესა ტელევიზიებით და ონლაინ არხებით გადაიცემოდა.

წელს კათოლიკური სამყარო წმინდა აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს