საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც დიპლომატიური უწყების მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” განახორციელებს.

საელჩოს ცნობით, ბილეთები 2 დღით ადრე ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე- https://www.georgian-airways.com გაიყიდება.

„გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები: მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერტიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება, თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან!“,-აღნიშნულია იტალიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია