მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას 3 პაციენტი შეემატა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ.

„ჩვენი გამოსაჯანმრთელებელი პაციენტების სიას დაემატა 3 პაციენტი და ჯამში გვყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სახლში გაეწერებიან დღეს, პასუხი უკვე მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები PCR-ის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება თანდათანობით დატოვებენ კლინიკას“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 5-ის ტესტირება და პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge არსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 პირი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა