პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" მოხალისეებმა ბათუმსა და ოზურგეთში პროდუქტი დაარიგეს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ განაგრძობენ სოციალური დახმარების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დღეს მათ სურსათ-სანოვაგე ბათუმსა და ოზურგეთში დაარიგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოყო გარკვეული თანხა, რომელიც მას სოციალური პროექტისთვის, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა გადაურიცხა, რათა მხარში დაუდგეს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას დაზარალებულ ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროექტის ორგანიზატორი არ არის. ის არასამთავრობო ორგანიზაციას ადამიანური რესურსით ეხმარება. „ლელოს“ მოხალისეები არიგებენ იმ პროდუქტს, რომელიც „მოძრაობა მომავლისთვის“ შეიძინა. სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში სულ 1600 ბენეფიციარს დაეხმარებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს