დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში

ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახლში დარჩებიან, „ამას არავინ ჩაუთვლის სარწმუნოებისგან განდგომად“.

„პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში. ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შემთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება“,- განაცხადა ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს