ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტს პნევმონია აქვს, ერთის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ-ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 8 პაციენტს ახალი კორონავირუსი უდასტურდება.

მისივე თქმით, დღეს ტესტირება 14 პაციენტს ჩაუტარდა, მათგან 2 არის განმეორებითი კვლევა და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

„ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 23 პაციენტი, 8 რჩება დადასტურებული შემთხვევა. აქედან 5-ს აღენიშნება პნევმონია, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა და მიმდინარეობს მისი მონიტორინგი. გართულებულია ორმხრივი პნევმონიით, კრიტიკული არ არის თუმცა რჩება საყურადღებო. 6 ბავშვი არის ამ დროისთვის ჩვენს კლინიკაში მათთან მიმდინარეობს მკურნალობა. სიმპტომურად ერთთან იყო პნევმონია და ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია დინამიკა.

დღეს 14 პაციენტზე მოხდა ბიოლოგიური მასალის აღება და გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან 2 არის განმეორებითი კვლევა, რომ მოხდეს დინამიკაში შემოწმება მოხდა თუ არა ვირუსის ილუმინაცია“, - განაცხადა მეგი კობახიძემ.

ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა