დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის დისტანციური მუშაობის რეჟიმი მინიმუმ, ერთი კვირა, ან მეტი გაგრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის დისტანციური მუშაობის რეჟიმი, სულ მცირე, ერთი კვირით გაგრძელდება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ერთი კვირა უკვე გავიდა. ვვარაუდობ, რომ მინიმუმ, ერთი კვირა, ან მეტი კიდევ გაგრძელდება“ , - განუცხადა რუსულ მედიას პესკოვმა კითხვაზე, რამდენი ხანი გაგრძელდება კრემლის ლიდერის ამ რეჟიმში მუშაობა.

ცნობილია, რომ მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთ საავადმყოფოს სტუმრობდა, რომლის მთავარ ექიმს შეხვდა. მოგვიანებით ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ვფიქრობ, მთავარი ექიმის დაინფიცირებამ აჩვენა, რომ მიუხედავად სიფრთხილის ზომებისა, საუკეთესო და ერთადერთი ეფექტური საშუალება სწორედ ფიზიკური აქტივობის შემცირებაა, რაც გააკეთა კიდეც პრეზიდენტმა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს