ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე, კვირაში ერთხელ ექიმად  იმუშავებს

ირლანდიის მთავრობის მეთაური ლეო ვარადაკარი, რომელსაც სამედიცინო განათლება აქვს, კვირაში ერთხელ ექიმად იმუშავებს, რათა ეროვნულ სანიტარულ სამსახურს დაეხმაროს, ვიდრე კორონავირუსის პანდემია არ დასრულდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სანიტარულმა სამსახურმა მარტის ბოლოს დაიწყო კამპანია, რომლის თანახმადაც, დაიწყო ადამიანების შეკრება, რომლებსაც სამედიცინო განათლება აქვთ, რაც საჭირო გახდა საკადრო რეზერვების უზრუნველსაყოფად კორონავირუსის გავრცელების გამო.

ამ დროისთვის, ამ კამპანიის ფარგლებში მიღებულია 50 ათასი განაცხადი.მათ შორისო არის ლეო ვარადაკარიც, რომელიც მისივე თხოვნით აღდგენილია სამედიცინო სფეროს თანამშრომელთა რეესტრში.

„პრემიერ-მინისტრი საექიმო პრაქტიკას განახორციელებს კვირაში ერთხელ თავისი კვალიფიკაციის მიხედვით“ , - ნათქვამია მედიის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ლეო ვარადაკარმა დუბლინის ტრინიტის კოლეჯი დაამთავარა და 2010 წელს მიღებული აქვს საერთო პრაქტიკის ექიმის (თერაპევტის) დიპლომი. მისი მშობლებიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

ირლანდიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, გარდაცვლილია 158 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო